თინეიჯერების საყვარელი სერიალის Gossip Girl-ის ვარსკვლავი, ბევრისთვის ცნობილი, როგორც სერენა ვანდერ ვუდსენი, 32 წლის ამერიკელი მსახიობი ბლეიკ ლაივლი ერთ-ერთი იმ ვარსკვლავთაგანია, რომელიც არამხოლოდ პოდიუმზე და წითელ ხალიჩაზე, სტილისტებისა და დიზაინერების მიერ შერჩეული სამოსით გამოიყურება კარგად, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში იქცევს გამორჩეული სტილითა და გარეგნობით ყურადღებას. ამერიკელი ლამაზმანის სტილი ზაფხულში მარტივი, სადა და კომფორტულია, თუმცა ამავდროულად, მოდური, ელეგანტური და მიმზიდველი. სეზონური ინსპირაციისთვის წარმოგიდგენთ ვარსკვლავის საზაფხულო სტილის კაბებს.