კორონავირუსი გლობალური პანდემია, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, დამეთანხმედით, რომ 2020 წელი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერიოდია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მისი დამსახურებით ბევრი კრეატიული იდეა და საინტერესო წამოწყება გაჩნდა. როგორც იტყვიან ხოლმე, შემოქმედებითი მუზა მოწყენილ ადამიანში უფრო ხშირად იღვიძებს. მსოფლიოში პანდემიით შექმნილი სამწუხარო ვითარების გამო კი თავისუფალი დროის უხვად ქონა ადამიანებს კრეატიული წამოწყებებისთვის შანსს აძლევს. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა გამოწვევა #VogueChallenge, სადაც საზოგადოება ლეგენდარული ამერიკული ჟურნალის ყდას თავისებურად აცოცხლებდა. ადამიანებმა, რომელთაც ოთხფეხა მეგობრები ჰყავდათ და საკუთარ თავზე მეტად გამოცემის ყდაზე მათი ხილვა სურდათ, შექმნეს ახალი Dogue Challenge გამოწვევა, რომელიც ინსტაგრამზე უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს სოციალური ქსელიდან.
ადამიანების საყვარელი ოთხფეხა მეგობრები "დოგის" გარეკანზე