39 წლის ბრაზილიელი მოდელი ალესანდრა ამბროსიო პაპარაცებმა ლოს ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს. თვითიზოლაციაში მყოფი მოდელი ჯანსაღი ცხოვრების წესს არ ივიწყებს და ფიზიკური აქტივობით რეგულარულად კავდება. მოდელი როგორც წესი, შვილებთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად ვარჯიშობს.
სპორტული აქტივობის შემდეგ ვარსკვლავმა შვილთან ერთად საყიდლებზე წასვლა გადაწყვიტა. ბრაზილიელმა ლამაზმანმა სარა ჯესიკა პარკერის ლეგენდარული პერსონაჟის ქერი ბრედშოუს პერსონაჟის სტილი მოირგო. (მსახიობს 2000 წელს სერიალის ერთ-ერთ სერიაში თეთრი გრძელი ბლუზი ეცვა, რასაც Hermès-ის ქამარი შეუხამა).