ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გავრცელებული პანდემიის პირობებში შექმნილი სიტუაციის და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გამო, ვირუსის დასამარცხლებლად და მისი თავიდან ასარიდებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა სახლში დარჩენა იყო. თვითიზოლაციაში მყოფი საზოგადოებას დრო ხშირად საცხოვრებელი ადგილის ბაღში დაგეგმილი ფოტოსესიებით გაჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული სტილი და გემოვნება აქვს, რომელიც დრო და დრო ვითარდება და უფრო და უფრო იხვეწება, ხშირად საზოგადოების ინსპირაცია მათი საყვარელი ვარსკვლავები ხდებიან. ბოლო პერიოდის განმავლობაში მომღერლები, მსახიობები და მოდელები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ ფოტოებს, სადაც ისინი ბუნებრივ ყვავილებთან ერთად პოზირებდნენ. ინსტაგრამზე სელებრითების მიერ გავრცელებულ ტრენდს საზოგადოება ხალისით გამოეხმაურა და მსგავსი მაკიაჟის და ვარცხნილობების გაკეთებაც კი დაიწყო.
წარმოგიდგენთ, 2020 წლის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ აქსესუარს "ყვავილებს".