ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მოდელი 25 წლის ჯიჯი ჰადიდი ერთ-ერთი იმ ვარსკვლავთაგანია, რომელიც არამხოლოდ პოდიუმზე და წითელ ხალიჩაზე სტილისტებისა და დიზაინერების მიერ შერჩეული სამოსით გამოიყურება კარგად, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში იქცევს გამორჩეული სტილითა და გარეგნობით ყურადღებას. ჰადიდის სტილი ზაფხული მარტივი, სადა და კომფორტულია, თუმცა ამავდროულად, მოდური, ელეგანტური და მიმზიდველი. სეზონური ინსპირაციისთვის წარმოგიდგენთ ამერიკელი ვარსკვლავის საზაფხულო სტილის კაბებს.