ყველა ადამიანს განსხვავებული სტილი და გემოვნება აქვს, რომელიც დრო და დრო ვითარდება და უფრო და უფრო იხვეწება, ხშირად საზოგადოების ინსპირაცია მათი საყვარელი ვარსკვლავები ხდებიან. მაკიაჟს ხშირად არამხოლოდ ნაკლოვანებების დასაფარად და გასალამაზებლად, არამედ ხასიათის გამოსაკეთებლადაც კი მიმართავენ. რა თქმა უნდა, სწორად შერჩეული მაკიაჟი თქვენი სახის ნაკვთების ფორმას გამოკვეთს და უფრო ალამაზებს მათ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ სეზონზე არსებული ტრენდული ლუქები, რომლებსაც დიზაინერები და მაკიაჟის სტილისტები აწესებენ. წარმოდგიდგენთ 2020 წლის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ მაკიაჟს, რომელშიც ამ სეზონზე უკვე ყველაზე პოპულარული დეტალები: თეთრი ლაინერი, ტუჩის გლოსი და თვალის ფერადი ჩრდილებია.