წარსულში მოდელმა და ახლა ბლოგერმა ტონია რუისმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე: Grandma Gets Real ბარბის კოლექცია შექმნა. ის კარანტინით იყო შთაგონებული და სურდა თოჯინების მეშვეობით უკანასკნელი თვეების რეალური ცხოვრება ეჩვენებინა: როცა არ გვქონდა სილამაზის სალონებში, სავარჯიშო დარბაზებში, სავაჭრო ცენტრებსა და კაფეებში ვიზიტის საშუალება. სერიაში ხედავთ ექიმს, ხალათიან გოგონას ამოღამებული თვალებით, მრავალშვილიან დედას, დიასახლისს, წყვილს, რომელიც 24/7-ზე ერთადაა და აშ.