მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მოდელი 23 წლის ბელა ჰადიდი ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური ჩაცმულობითა და გლამურული სტილით, როგორც წითელ ხალიჩასა და ვარსკვლავურ წვეულებებზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. დღეს წარმოგიდგენთ ვარსკვლავის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ "სთრით სთაილ" მომენტებს, რომელიც არაერთხელ მოხვდა უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში.