ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მოდელი 25 წლის ჯიჯი ჰადიდი ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური ჩაცმულობითა და გლამურული სტილით, როგორც წითელ ხალიჩასა და ვარსკვლავურ წვეულებებზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამჯერად, შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ჯიჯი ორსულადაა, ის და მისი მეგობარი მამაკაცი, One Direction-ის ყოფილი წევრი, მომღერალი ზეინ მალეკი პირველ შვილს ელოდებიან. წარმოგიდგენთ ვარსკვლავის "სთრით სთაილს", მოდელის ყველა დროს საუკეთესო ჩაცმულობებს.