50 წლის შემდეგ ცხოვრება ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. ამას ხშირად ამტკიცებენ ქალები მსოფლიოში. ნათელი მაგალითია Jacquemus-ის სარეკლამო კამპანია, რომლის მოდელიც ფრანგი დიზაინერის ბებია, ლილინი გახდა. ფოტოსესიას მოდის ინდუსტრიაში დიდი წარმატება ხვდა წილად. ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ქალები ასაკში გახდენ ცნობილი ბრენდების სახეები. წარმოგიდგენთ 5 ქალს, რომლებმაც დაანგრიეს სტერეოტიპი, რომ სამოდელო კარიერა 30 წლის ასაკში მთავრდება.
1. იასმინა როსი, 64 წლის
ფრანგი წარმოშობის ამერიკელმა იასმინამ სამოდელო კარიერა 40 წლის შემდეგ დაიწყო, მაგრამ პოპულარული 57 წლის ასაკში გახდა. მან კონტრაქტი გააფორმა ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Marks & Spencer, Hermes, Jil Sander, Saint Laurent. მოდელს გრძელი, ჭაღარა თმა აქვს. როგორც თავად ამბობს, არასდროს მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისთვის და მისი გარეგნობის საიდუმლო კარგი გენეტიკა, რეგულარული იოგა და ვეგეტარიანელობაა.
#2 ჯეკი ო’შონესი, 69 წლის
ერთი შეხედვით, ჯეკის ისტორია საკმაოდ ბანალურია, ტანისამოსის მსხვილი ბრენდის წარმომადგენელმა ის კაფეში მაგიდასთან შენიშნა და თანამშრომლობა შესთავაზა. თუმცა მაშინ, ჯეკი უკვე 60 წლის იყო. მან American Apparel-ის თეთრეულის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და 69 წლის ასაკშიც განაგრძობს სამოდელო კარიერას.
#3 ლინდა როდინი, 72
ლინდა სტილისტი და Harper's Bazaar-ის მოდელი და რედაქტორია. 2014 წელს, როცა 65 წლის იყო, დებმა ოლსენებმა ის საკუთარი რბენდის სარეკლამო კამპანიაშ მიიწვიეს. ახლა ლინდა აქტიურად მონაწილეობს გადაღებებში და ინსტაგრამზეც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
#4 ნიკოლა გრიფინი, 60
ნიკოლა მოდელი 56 წლის ასაკში გახდა. მან გარისკა და სამოდელო სააგენტოში ფოტოები რეალურ ასაკთან ერთად გააგზავნა. ნიკოლა შენიშნეს და თანამშრომლობა შესთავაზეს. პოპულარობის მწვერვალი გახდა Sports Illustrated-ის ყდა, რომელზეც ის ოქროსფერ საცურაო კოსტიუმში მოგვევლინა. ახლა ის არეკლამებს როგორც თეთრეულს, ასევე კოსმეტიკას.
#5 ჟაკლინ მერდოკი, 90
ჟაკლინს მოდელობა ბავშვობიდან სურდა, თუმცა მისი ოცნება მხოლოდ 82 წლის ასაკში გახდა. ელეგანტური ბებია, რომელიც პარკში სეირნობდა, ფოტოგრაფმა დაინახა და გადაღებაში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შემდეგ, ჟაკლინი Lanvin-მა შენიშნა და მოდის სახლის სახედ მიიწვია. ის პროფესიონალი მოცეკვავეა და კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო.