ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი - რიანა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული მოდის ინდუსტრიაში და საკმაოდ ბევრი გამორჩეული კოლექციითაც დაგვამახსოვრა თავი, რომლებსაც ხშირად Victoria's Secret-ის უფრო წარმატებულ ალტერნატივასთან აიგივებენ, მეტი ფერებითა და ყოვლად ინკლუზიური გადაწყვეტით. ამასთანავე, ლამაზმანს ხშირად ქალის წონასთან დაკავშირებული სტერეოტიპის დამსხვრევის გამო აქებენ და ამჯერადაც, უახლესი კოლექციის რეკლამისთვის გადაღებულ ფოტოებში კარგად ჩანს რომ სამართლიანადაც: