მეუღლის პოლიტიკური შეხედულებების კრიტიკის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის - მელანია ტრამპს მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინფლუენსერად მიიჩნევენ. ყოფილი მოდელის თითოეული გამოჩენა საზოგადოების განხილვის საგანი ხდება, ისევე როგორც დონალდ ტრამპის ქალიშვილის - ივანკას შემთხვევაში. ხშირად ერთი ოჯახის ორი გავლენიანი ქალბატონის იმიჯს ერთმანეთსაც ადარებენ, თვალი გადავავლოთ იმ მსგავსებებსა თუ სხვაობებს, რომლებიც მათ სტილს ყველასგან გამორჩეულს ხდის: