სიყვარული და მეგობრობა მშვენივრად ყიდის: ეს კარგად იციან ბრენდებმა, რომლებიც საკუთარი სარეკლამო კამპანიებისთვის შეყვარებულ წყვილებს ხშირად იღებენ. ნამდვილი გრძნობები და ვარსკვლავური იმიჯი კიდევ უკეთესია: გთავაზობთ 7 წყვილს, რომლებიც მოდის ბრენდების მუზებად იქცნენ.
#1 იმანი და დევიდ ბოუვი
2004 წელს ტომი ჰილფიგერმა გადასაღებ მოედანზე ეპოქის საკულტო გმირებს მოუხმო: მან ფოტოსესიაში ლეგენდარული მუსიკოსი დევიდ ბოუვი და მისი მეორე მეუღლე, ცნობილი მოდელი იმანი გადაიღო.
#2 ვიქტორია და დევიდ ბექჰემები
ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე მისაბაძმა წყვილმა Emporio Armani Underwear-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით დევიდმა H&M-სთვის საკუთარი თეთრეულის ხაზიც გამოუშვა.
#3 კიმ კარდაშიანი და კეინი უესტი
თანამედროვეობის 2 ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა საერთო ფოტოსესიაზე Balmain-ის კრეატიულმა დირექტორმა, ოლივიე რუსტენმა დაითანხმა. 2015 წელს წყვილი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახე გახდა.
#4 სიენა მილერი და ტომ სტარიჯი
ეს ბრიტანელი წყვილი კი Burberry-ს გმირი გახდა - შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის.
#5 კრისტი ტარლინგტონი და ედ ბერნსი
Calvin Klein-ს 90-იანების ეპოქა განსაკუთრებით უყვარს, ამიტომაც მათი არჩევანი გასაკვირი არაა. 2014 წელს ბრენდის ახალი სუნამოსთვის ლეგენდარულმა მოდელმა და მისმა ქმარმა იპოზიორეს.
#6 ანია რუბიკი და საშა კნეჟევიჩი
როცა შეყვარებულები პროფესიონალი მოდელები არიან, მოდის ბრენდს ორმაგად უმართლებს. 2011 წელს DKNY-ს ახალი არომატისთვის ამ დროისთვის უკვე ყოფილმა ცოლ-ქმარმა იპოზიორა.
#7 ოლივია პალერმო და იოჰანეს ჰიუბლი
მოდელმა, მსახიობმა და მოდის ჟურნალისტმა 2010 წელს ქმართან ერთად Mango-სთვის იპოზიორა.