მოდის სამყაროში, როგორც წესი, კონკურენტული გარემო არც თუ ისე დიდ სივრცეს ტოვებს მეგობრობისთვის, თუმცაღა მაინც არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც წარმატებას ერთმანეთის მხარდაჭერით ახერხებენ, მათ შორის არიან ნაომი კემპბელი, ლინდ ავანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი.
როგორც კემპბელმა Variety-სთან ინტერვიუში აღნიშნა, 90-იანი წლების მოდელები ერთმანეთს ყოველთვის მხარში ედგნენ.
"სინდი, ლინდა, კრისტი და მე ყოველთვის მეგობრები ვიყავით, რომლებიც ცხოვრებამ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს გადაისროლა. რომ არა ჩვენი საქმე, ალბათ ერთმანეთს არასდროს შევხვდებოდით, თუმცა მე დღემდე ვთვლი მათ ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. წარსულში, როცა ზოგიერთ ადამიანს ჯერ კიდევ არ სურდა ფერადკანიანი მოდელის ჩვენებაზე გამოყვანა, კრისტი და ლინდა ყოველთვის მიცავდნენ და მეხმარებოდნენ," - აღნიშნა მან.