შეიძლება ითქვას, რომ სამეფო ოჯახის წევრები კარანტინის პერიოდში იმაზე აქტიურები იყვნენ, ვიდრე ოდესმე. პირისპირი შეხვედრების ნაცვლად, ქეით მიდლტონმა სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს მხარდაჭერა ამჯერად Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით გამოუცხადა.
კემბრიჯის ჰერცოგინია საკუთარი სტილით მუდამ იქცევს ყურადღებას და ბევრ ადამიანს შთააგონებს. არც ონლაინ შეხვედრები ყოფილა გამონაკლისი. მან ისევ ყურადღებით შეარჩია დახვეწილი სამოსი Zoom აპლიკაციაში გამოჩენისთვის.
ფერადი, ზოლები და ყვავილოვანი პრინტი - გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ ქეითმა ცისარტყელას ყველა ფერი მოირგო და ამით დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვის სერვისს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ქეითის ყველა ლუქის შეკრებით ჩვენ ცისარტყელას ვიღებთ. ჩვენმა ჰერცოგინიამ კარანტინის გარდერობი მნიშვნელოვანი მესიჯის გასავრცელებლად გამოიყენა, ჩვენ ერთად ვართ!“ - წერენ მიდლტონის გულშემატკივართა სოციალურ გვერდზე.
#1 წითელი კაბა: L.K Bennett
#2 ცისფერი ჯემპერი დედებთან შეხვედრის დროს
#3 Zara-ს ყვითელი მაისური, ფასი 30 ფუნტი
"ქეითი საკუთარი სტილით სახლიდან ანათებდა. სანამ ისევ გვიწევს ონლაინ შეხვედრების გამართვა, მისი გარდერობი ამ საქმიანობისთვის ნამდვილად შთაგვაგონებს".