გასული საუკუნის ცნობილი ქალები ელეგანტურად გამოიყურებოდნენ არამხოლოდ ეკრანზე, არამედ სახლის კედლებშიც. კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის პერიოდში სახლის იმიჯით შთაგონების მიღება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ჩვენი ახალი გმირი ბრიჯიტ ბარდოა. ეს ფრანგი მსახიობი ჩვეულებრივ სამოსშიც კი სექსუალურად და მგრძნობიარედ გამოიყურებოდა. არქივში მისი ბევრი ფოტო მოიძებნება, სადაც ბარდო თავისუფალი და მიმზიდველია: მსახიობი ხშირად ამკვიდრებდა ტრენდებს, რომელიც შემდგომ საზოგადოების მიერ ატაცებული ხდებოდა.