28 წლის ამერიკელი მოდელი - ემილი რატაკოვსკი ყოველთვის გამოირჩევა თამამი კადრებით და ხშირად სიშიშვლის გამო ნეგატიური კომენტარების ადრესატიც ხდება. თუმცაღა თავად მას ეს ფაქტი სულაც არ ადარდებს, რადგან საკმაოდ მყარი მიზეზი აქვს, რომელსაც მისი მეუღლე - სებასტიან ბირ-მაკლარდიც იზიარებს.
"მე ჩემს გარეგნობას ვიყენებ და მოდელად ვმუშაობ, რათა ვიცხოვრო და არა იმიტომ, რომ სამყაროს მოვუყვე თუ ვინ ვარ სინამდვილეში. ეს ფულის გამომუშავების და სტაბილურობის მიღწევის საშუალებაა. გულის სიღრმეში კი, ვფიქრობ, ნებისმიერ გოგონას აქვს მსგავსი სიამოვნების მიღების სურვილი.
საქმე სექსიზმს ეხება. ფიქრობენ, რომ როცა გოგონა კარგად გამოიყურება, არ შეუძლია პოლიტიკასა და ლიტერატურაზე საუბარი, ეს სისულელეა!," - აღნიშნა მან GQ-სთან ინტერვიუში.