საზოგადოება ბოლო რამდენიმე დღეა ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის სასიამოვნო სიახლეს იზიარებს, წყვილისთვის, რომელიც უკვე ხუთი თვეა პირველ შვილს ელოდება, აქამდე საეჭვო არავის არაფერი შეუნიშნავს, რაც მოდელის გონივრული ხრიკების დამსახურებაა.
25 წლის სუპერმოდელს ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად ვხედავდით მოდის კვირეულებზე, მის კადრებს თუ გადავავლებთ თვალს, შევამჩნევთ, რომ ჯერ კიდევ იანვარსა და თებერვალში მან საკმაოდ თავისუფალი სტილის სამოსი წარუდგინა საზოგადოებას.
თუმცა პარიზისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე, სადაც გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ირგებდა, დიზაინერებმა მისი მოზრდილი მუცლის დასაფარად იდეალური სამოსი შეარჩიეს.
რომ არა მახვილი თვალი, რთული იქნებოდა მისი ორსულობის შემჩნევა იმ კადრებზეც, რომლებიც ჯიჯიმ საკუთარ დაბადების დღეზე, სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და ეს მისი სტილის დამსახურებაა.