55 წლის იტალიელი მსახიობი და მოდელი - მონიკა ბელუჩი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროსაც არ კარგავს აქტუალობას და ამჯერად ჟურნალი Madame Figaro-სთვის პოზირებს, რომლის გარეკანზე ის აქამდეც ხშირად გვინახავს.
ინტერვიუში ცნობილმა ლამაზმანმა თვითიზოლაციასა და საკუთარ მდგომაროებაზეც ისაუბრა, "სახლში ყოფნა ყოველთვის მიყვარდა და ეს ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. ეს სიტუაცია პროვინციაში გატარებულ ბავშვობაში მაბრუნებს, სადაც მშობლებთან, მამიდასთან, ძმებთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი. ოჯახი, განათლება, სახლი - ეს ჩემი სულის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი პროფესიისთვის შეუფერებელია, რადგან ფაქტობრივად სასტუმროებსა და თვითფრინავებში ვცხოვრობდი."
როგორც ირკვევა, მონიკა ქალიშვილებთან ერთად თვითიზოლაციას პარიზში ატარებს, რადგან სურდა გოგონები მამასთან - ვენსან კასელთან ახლოს ყოფილიყვნენ, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ყველა მეგობარი რომში იმყოფება.
რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას მონიკა აღიარებს იმ შიშს, რომელსაც დღეს ყველანი ვიზიარებთ და სიტუაციას ავტოპილოტის რეჟიმში ცხოვრებას ადარებს.