კრისტიან დიორი, ივ სან ლორანი, მარკ ბოჰანი, ჟანფრანკო ფერე, ჯონ გალიანო, რაფ სიმონსი, მარია გრაცია. რა აქვთ ჩამოთვლილ დიზაინერებს საერთო? დიორი. 1947 წელს დაარსებულ პარიზის მოდის სახლში გარკვეული დროით შვიდივე დიზაინერი ასრულებდა კრეატიული დირექტორის მოვალეობას. ბრენდის 70 წლის იუბილეზე, 2017 წელს "კრისტიან დიორი: ოცნების დიზაინერი" გამოფენა გაიმართა. ბრენდის ოფიციალური გვერდი მათ, ვისაც ჯერ არ უნახავს ეს გრანდიოზული გამოფენა, ვირტუალ ტურს სახლიდან სრულიად უფასოდ სთავაზობს.