მსოფლიო შოუბიზნესის ლამაზმანებს ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთის სტილის გამოერებასა თუ დაუფარავ მიბაძვაში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს უბრალოდ აქტუალური ტენდენციებისთვის ფეხის აწყობას ჰგავს, ყველასთვის განსაკუთრებულად შესამჩნევი ხდება, როცა ცნობადი სახეები მსგავსი სამოსით ჩნდებიან. ამჯერად ვიქტორია ბექჰემისა და ემილი რატაკოვსკის სტილს განვიხილავთ, რადგან როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ცნობილი დიზაინერისგან საკმაოდ ბევრს სწავლობს.