#HomeCouture ეს არის ახალი ჰეშთეგი ინსტაგრამზე. სოციალურ ქსელში საზოგადოება მოდის ჩვენებებიდან მათ ფავორიტ ლუქებს თავისებურად აცოცხლებს. თვითიზოლაციაში მყოფი მომხმარებლებისთვის გამოწვევა საინტერესო აღმოჩნდა და მსგავსი შინაარსით ინსტაგრამზე უკვე ძალიან ბევრი საინტერესო ფოტო გავრცელდა. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე კრეატიულ ლუქს #სახლისკუტიურიდან.