DIESEL – ეს არის ტანსაცმლის იტალიური ბრენდი, რომელიც ჩაცმის სრულიად განსხვავებულ და თანამედროვე ტენდენციებს გვთავაზობს. ბრენდი, რომელიც 42 წლის წინ, 1978 წელს რენზო როსომ დააარსა, დღეს უკვე მთელ მსოფლიოს მოიცავს. მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც სპორტული, ასევე კლასიკური სამოსი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარი.
DIESEL-ის პირველი ოფიციალური მაღაზია საქართველოში 2019 წლის გაზაფხულზე, ჭავჭავაძის გამზ. 50 ნომერში გაიხსნა, ხოლო მეორე ფილიალი „სითი მოლის“ მეორე სართულზე მდებარეობს.
მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც ყოველდღიური სამოსი, ისე კლასიკური და სპორტული ხაზი. ბრენდის ქართველი წარმომადგენლები კოლექციების შერჩევისას ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესს, გემოვნებასა და საჭიროებებს ითვალისწინებენ.
გარდა ჯინსისა და ტანსაცმლის მრავალფეროვანი არჩევანისა, მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ფეხსაცმელი, აქსესუარები, საცვლები და სხვა.
ბრენდის ძირითადი მომხმარებლები არიან აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები, რომელთათვისაც სულერთი არ არის სიტყვები: მოდა, გემოვნება და ინდივიდუალიზმი.
FB: Diesel Tbilisi
მის: საბურთალოს „სითი მოლის“ მეორე სართული; ჭავჭავაძის გამზ. 50