აქსესუარების ბრენდი „მელანია“ დაახლოებით ორი თვის წინ, ნინო თარგამაძემ დააფუძნა და მომხმარებლებს დახვეწილ და ორიგინალურ სამკაულებს სთავაზობს. თითოეული მათგანი უნიკალური და განსხვავებულია, როგორც ერთმანეთისგან, ასევე, ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან.
როგორც „მელანიას“ დამფუძნებელმა OK! FASHION BOOK-თან საუბრისას აღნიშნა, ბრენდის დაარსების იდეა თავდაპირველად მის შვილს გაუჩნდა და დროთა განმავლობაში სერიოზულად მიუდგნენ ამ საქმეს, ახლა კი ერთობლივად მუშაობენ და ქმნიან ძალიან საინტერესო ნამუშევრებს.
სამკაულები იქმნება მხოლოდ ნატურალური ქვებით, უჟანგავი, მოოქროვილი მეტალით და ნატურალური ტყავით, რაც თითოეულ მათგანს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ყოველი ნაკეთობა ერთადერთ ეგზემპლარად მზადდება და პროდუქციაში არ მეორდება. შესაბამისად, „მელანიას“ ყველა მომხმარებელი შეძლებს გაალამაზოს საკუთარი ვიზუალი და იყოს ყველასგან გამორჩეული.
რაც შეეხება სახელწოდებას, ამასაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ბრენდის დამფუძნებლისა და მისი შვილების სახელების ინიციალებიდან გამომდინარეობს და ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს ყურში.
საინტერესოა სამკაულებზე მუშაობის პროცესი, რადგან როგორც ნინომ აღნიშნა, წინასწარ არასოდეს გეგმავს, როგორი იქნება სამკაულის დიზაინი. გარდა ამისა, იღებს კონკრეტულ შეკვეთებს და ქმნის მომხმარებლის სურვილითა და გემოვნებით ნაკარნახევ სამკაულებს, თუმცა მასალები აქაც უცვლელია, რათა არ დაირღვეს ბრენდის ნიშა. სამკაულების შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ სივრცეში - Facebook-სა და Instagram-ზე არის შესაძლებელი, რომელსაც კურიერის მეშვეობით მიიღებთ სასურველ ადგილზე.
ბრენდი ახლო მომავალში გაფართოებას და სხვადასხვა აქსესუარის დამატებას გეგმავს. ასევე იგეგმება პროდუქციის სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე გატანა.