ფრანგული მოდის სახლის "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იუბილარია. დიზაინერი დღეს 39 წლის გახდა. ყველასგან განსხვავებული, ორიგინალური და არაორდინალური დიზაინერი 1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაიბადა. თუმცა, სამხედო კონფლიქტის გამო ოჯახის წევრებთან ერთად მისი დატოვება მალევე მოუწია. დემნა ჯერ საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის, ხოლო შემდეგ კი ანტვერპის აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. დემნამ საქართველოში დიპლომის აღების შემდეგ მშობლებს განუცხდა, რომ დაპირებულ დიპლომს მათ აძლევდა, ამის შემდეგ კი იმის გაკეთებას აპირებდა, რაც მას მართლა სურდა. დემნას ინტერესი დიზაინის მიმართ ბავშვობიდანვე იკვეთებოდა, ის 4 წლიდან ხატავდა, როგორც მისი ძმა გურამი იხსენებს, მაშინ, როდესაც დემნა კაბებს ჭრიდა და თოჯინებს აცმევდა, თავად სამეზობლოში შოუზე დასასწრებ ბილეთებს ყიდდა.
დემნა ხშირად საუბრობს ცხოვრების რთულ პერიოდზე, როდესაც 15 წლის წინ საკერავი მანქანის ფულიც კი არ ჰქონდა. მი "ყველაზე პირადი კოლექცია" როგორც თავად უწოდებს მას, მისი ოჯახის ყველაზე დიდ ტრამვას, სოხუმიდან წამოსვლას უკავშირდება. 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარი თემა სწორედ ომი იყო. მან ჩვენება მთლიანად საქართველოს მიუძღვნა.
დემნა მოდის სამყარო დატბორილი პოდიუმითა და ლედ ეკრანზე გამოსახული აპოკალიფსით წელსაც გააოცა. მაშინ, როდესაც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-ს ახალი 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა,როგორც ყოველთვის ჩვენება გამორჩეული იყო შოუს ელემენტებით, დიზაინერმა გადაწყვიტა ლოკაციად Saint-Denis-ის ფილმის სტუდია აერჩია.უზარმაზარი LED ეკრანი ჭერზე წინასწარმეტყველურ ფიქრებს, ლავასა და ცეცხლს გამოსახავდა. კოლექციაში ხშირად იყო გამოყენებული შავი ფერი, შავი ხომ აღორძინების ფერია, რომლითაც ყოველთვის მრავალფეროვანი სილუეტები იჭრება, ის მინიმალიზმს და კლასიციზმს უკავშირდება: "ეს ყველაზე შავი შოუა რაც კი აქამდე გამიკეთებია" - განაცხადა ჩვენების შემდგომ დემნა გვასალიამ.