წარმოგიდგენთ ლეგი გაგას ახალ ფოტოსესიას Paper Magazine-ისთვის. 33 წლის ამერიკელი მომღერალი ბელგიელი არტისტის Frederik Heyman-ის ობიექტივში.
ციფრული ტექნოლოგიებით შექმნილ კონსტრუქციულ გარემოში არსებული ავატარი გაგა ფოტოსესიის მთავარი ხიბლია. ორიგინალურმა კადრებმა მალევე მიიპყრო უცხოური გამოცემებისა და საზოგადოების ყურადღება: "მე დავთანხმდი გავშიშვლებულიყავი ამ ოთახში ყველას წინაშე, რადგანაც, ვიცი, რომ ჩვენ ვქმნით ხელოვნებას და არა პორნოგრაფიას." მომღერალმა ინტერვიუში კარიერულ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ასევე გაიხსენა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული პერიოდი, მას შემდეგ რაც მას fibromyalgia-ს დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება გაუსაძლის ტკივილებს იწვევს: "ზოგ ადამიანს სჯერა, ზოგს არა, ეს ნეიროპათიური ტკივილია, გონება სტრესშია, სხეული მტკივა... ბოლო წლების განმავლობაში გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე, სხეულზე, საკუთარ მდგომარეობაზე. ვბრაზდები რადგან, როდესაც სტრესში ვარ, სხეული მტკივა..."
ცეკვა ტკივილის გავლით - ვარსკვლავის ახალი ალბომი Chromatica მისი რადიკალური აქცეპტაციის ანარეკლია.
"უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ყოველი დღე კარგი ვერ იქნება, ყოველთვის კარგად ვერ იგრძნობ თავს, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ ბედნიერებას, თქვენ გაიგებთ ტკივილს ჩემს ხმაში, მოისმენთ ამ ყველაფერს სიმღერაში, მაგრამ შემდეგ ამ ყველაფერს მაინც ბედნიერად აღვნიშნავთ."
Pre-Order the Transformation Special Edition Issue Featuring Lady Gaga
"I know what it's like to be in pain. And I know what it's like to also not let it ruin your life."
'I'm going to die soon, so I better say something important.' Now I listen to it and know that I'm going to live."