49 წლის ნაომი კემპბელი ამჯერად ჩინური Vogue-ის გარეკანს ამშვენებს. ცნობილი ლამაზმანი კრის ქოლის ობიექტივში მოხვდა, მის იმიჯზე კი, ამჯერადაც პატი ვილსონმა იზრუნა. როგორც კადრებიდან ჩანს, "შავმა პანტერამ" კონტრასტული, თეთრი თმა მოირგო და კიდევ ერთხელ მოიგო გულშემატკივრის გული. ახალი ნომერი კი, გაყიდვაში 3 მარტიდან ჩაეშვა.