პანდემიური კორონავირუსის გამო, სამედიცინო ნიღბებსა და ანტიბაქტერიულ საშუალებებზე მოთხოვნა გაიზარდა. მოდის ბრენდებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს COVID-19-თან ბრძოლისთვის. დიზაინერმა ჯიორჯიო არმანიმ 1.25 მილიონი ევრო გამოყო ვირუსის აღოფხვრისთვის, ფრანგულმა ბრენდმა Marine Serre-მა კი სამედიცინო კომპანიასთან ერთად სპეციალური ნიღბები გამოუშვა.
ნიღბებს ადამიანები პირადი უსაფრთხოებისთვის იყენებენ, თუმცა ის მოდურ აქსესუარადაც იქცა. მეგაპოლისის ქუჩებში გოგონები საკუთარ იმიჯს დიზაინერების ნიღბებით აფორმებენ. ჩვენ 10 მაგალითს წარმოგიდგენთ.