მოდისა და კინო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი - ბარბარა პალვინი და დილან სპროუსი ამჯერად The Kooples-ის უახლესი კოლექციისთვის პოზირებს. წყვილის რომანტიკული ურთიერთობიდან გამომდინარე, ფოტოსესია, რომელიც ჩანთებსა და აქსესუარებს ეძღვნებოდა საკმაოდ ემოციური და თბილი გამოვიდა.
დილანი, რომელიც 27 წლის მსახიობი და მეწარმე გახლავთ, რჩეულ გოგონასთან ერთად, რომელმაც თავისი პარამეტრებით Victoria's Secret-ის შოუში გამოჩენით სტერეოტიპები დაამსხვრია, შავ-თეთრ ფოტოსესიაში პოზირებენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნო, თუმცა ურთიერთობის ჩამოყალიბებამდე რთული ეტაპების გავლა მოუწია. როგორც ირკვევა, დილანის შეტყობინება, რომელიც მან ბარბარას ინსტაგრამის მეშვეობით გაუგზავნა მილიონობით სხვა მინაწერს შორის დაიკარგა და პასუხიც არ მიუღია. შესაბამისად, გოგონას ნდობისა და ყურადღების მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწია.
"ჩვენ ერთმანეთს ვაღმერთებთ და ეს ჯანსაღი ურთიერთობის გასაღებია. ჩვენ გვჯერა ერთმანეთის და მასთან ერთად შემიძლია ვიყო ის, ვინ სინამდვილეში ვარ. მას ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ და მაძლევს საშუალებას,არ ვინერვიულო იმაზე, თუ რას იფიქრებენ ჩემზე გარშემომყოფები," - აღნიშნა ბარბარამ InStyle-თან ინტერვიუში.