პარიზის მოდის კვირეულის ყოველთვის გამორჩეული და ერთგული სტუმარი - ტინა კუნაკი ტრადიციას არც წელს ღალატობს და ამჯერად Lacoste-ის ჩვენებაზე გვაწონებს თავს. 22 წლის ახალბედა დედიკომ საღამოსთვის ამავე ბრენდის ორიგინალური სამოსი შეარჩია.
აღსანიშნავია, რომ არანაკლებ ბრწყინავდა მისი ძმა - ზაკარი კუნაკიც, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა მოდის ინდუსტრიაში საკუთარ ადგილს ეგზოტიკური გარეგნობით იკავებს.