ლეგენდარულმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-ს ახალი 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა, როგორც ყოველთვის ჩვენება გამორჩეული იყო შოუს ელემენტებით, დიზაინერმა გადაწყვიტა ლოკაციად Saint-Denis-ის ფილმის სტუდია აერჩია. შეგნებულად დატბორილ ამფითეატრში პირველ და მეორე რიგი თავისუფალი იყო, შოუს ყურება მაყურებელს მესამე რიგიდან შეეძლო, ყოველ შემთხვევაში იმათ, ვისაც ქუჩის მოდელებისგან მათი სამოსის სიარულის დროს დასვრა არ სურდა. უზარმაზარი LED ეკრანი ჭერზე წინასწარმეტყველურ ფიქრებს, ლავასა და ცეცხლს გამოსახავდა. ეს მხოლოდ დასაწყისია დემნას "ბიბლიური წყალდიდობისა". კოლექციაში ხშირად იყო გამოყენებული შავი ფერი, შავი ხომ აღორძინების ფერია, რომლითაც ყოველთვის მრავალფეროვანი სილუეტები იჭრება, ის მინიმალიზმს და კლასიციზმს უკავშირდება.
"ეს ყველაზე შავი შოუა რაც კი აქამდე გამიკეთებია" - განაცხადა ჩვენების შემდგომ დემნა გვასალიამ.