რამდენიმე საათის წინ, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, Mugler-ის უახლესი კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელზეც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის აღმოჩნდა ცნობილი ფრანგი მოდელი - ტინა კუნაკი, რომელმაც აქტიური საქმიანობა დროებით შეწყვიტა და საპატიო დამსწრის როლშიც იშვიათად თუ გვევლინება.
22 წლის ლამაზმანი, რომელიც 1 წლის ამაზონის დედაა, ჩვენებისთვის თავად ბრენდის ექსტრავაგანტულ სამოსში გამოწყო და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.