რამდენიმე საათის წინ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში "ლანვინის" 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. შოუზე დები ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კრის გრიკაიტე, იმან ჰამამი და ადუთ აკეჩი გამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ პარიზის მოდის კვირეული 24 თებერვალს დაიწყო და 4 მარტამდე გაგრძელდება.