პარიზში მოდის კვირეულის ფარგლებში უამრავი წვეულება თუ ჩვენება იგეგმება, ერთ-ერთი მათგანი იყო Christian Louboutin-ის გამოფენა, რომელსაც ბრენდის ერთგული თაყვანისმცემელი - მონიკა ბელუჩიც ესწრებოდა.
![]()
55 წლის იტალიელი მოდელი და მსახიობი ამჯერადაც შავი ფერის ანსამბლით გამოჩნდა.

ელეგანტური, სექსუალური, ლამაზი.. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ეპითეტებისა, რომლებითაც გამომწერები ლამაზმანს აქებენ.





