მილანის მოდის კვირეულს არც 2020 წელს ჩაუვლია განსაკუთრებული შემთხვევების გარეშე. რამდენიმე საათის წინ, Philip Plein-ის მოდურ ჩვენებაზე ყველასთვის კარგად ნაცნობი მეი მასკი გამოჩნდა, რომელიც 71 წლის ასაკშიც ინარჩუნებს სამოდელო სფეროსთვის საჭირო გარეგნობას.
მაიმ, რომელსაც ასევე კარგად იცნობენ, როგორც ილონ მასკის დედას, საზოგადოება ამჯერადაც გააკვირვა, მით უმეტეს, მოდელმა რეკროდი დაამყარა და განსაკუთრებულ გარემოებებს მოერგო, რაზეც სოციალურ ქსელებში თავადაც დაწერა.
"გაბრაზებულს იმიჯურად ვგავარ, თუ უფრო იმიტომ, რომ პოდიუმზე ცხრაწუთიანი გამოსვლა მქონდა და თანაც 6 ინჩიანი ქუსლებით?," - დაწერა მან.
აღსანიშნავია, რომ 6 ინჩი 15 სმ-ს აღემატება და ამ სიმაღლის ქუსლის ტარება უამრავი ლამაზმანისთვის წარმოადგენს სირთულეს.