მილანის მოდის კვირეულმა მსოფლიოს ულამაზესი ქალბატონები პარიზიდან სწორედ აქ გადმოამისამართა და მათ შორის არის ირინა შეიკიც, რომელიც გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებ ჩვენებიდან ჩვენებამდე დროის სასიამოვნოდ გატარებას. რამდენიმე საათის წინ 34 წლის მოდელი ქუჩებში საგაზაფხულო იმიჯით დააფიქსირეს.
ვარდისფერ სამოსს მან Versace-ს მოდური ჩანთა შეუხამა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოდელს მხარს ალი კავუსი, სამოდელო სააგენტოს - The Lions ერთ-ერთი მფლობელი უმშვენებდა, რომელიც მისი დიდი ხნის მეგობარია.
ისინი რამდენიმე დღის წინაც აღმოჩნდნენ პაპარაცების ობიექტივში.