მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე საათის წინ "ვერსაჩეს" 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. შოუში მონაწილეობა იმან ჰამამმა, ვიტორია ჩერეტიმ, ირინა შეიკმა, ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა, კენდალ ჯენერმა, სტელა მაქსველმა და ადუთ აკეჩმა მიიღეს.