ლონდონის მოდის კვირეულის შემდეგ, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მილანია, სადაც იმავე ტიპის ჩვენებები უკვე დაიწყო. 21 თებერვალს დამსწრე საზოგადოებას Moschino-ს უახლესი კოლექციის ნახვის საშუალება მიეცა, რომელიც ასევე ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა - ირინა შეიკმაც მოირგო.
34 წლის მოდელისთვის ამჯერად შავი გლამურული კაბა და მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეირჩა, რომელიც როგორც ჩანს, არც წელს კარგავს აქტუალობას.
თუმცაღა მთავარი აქცენტი იმ ვარცხნილობაზე გაკეთდა, რომლითაც ირინა გამოჩნდა. მიუხედავად მოულოდნელი ნაბიჯისა, გამომწერები აღნიშნავენ, რომ მოდელი ნებისმიერ სტილს იდეალურად ირგებს.