50 წლის ცნობილი მომღერალი - ჯენიფერ ლოპესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაჩერებას არ აპირებს და ამჯერად დიზაინერის როლში გვევლინება. ცნობილმა ლამაზმანმა გადაწყვიტა ქალის ფეხსაცმლის საკუთარი კოლექცია შეექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ და მხოლოდ DSW-ის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.
კოლექციის სახელწოდებაა - JLO JENNIFER LOPEZ და ფეხსაცმლის შეძენა უკვე 16 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
იქამდე კი, ვრცელდება სპეციალურად კოლექციისთვის გადაღებული ფოტო, რომელშიც ჩანს ვარსკვლავის ცეცხლოვანი იმიჯი და გარეგნობა.