მსახიობმა ვამპირული დღეები დიდი ხანია უკან მოიტოვა, ახლახან ის "დიორის" სარეკლამო კამპანიაში მოგვევლინა და წლებია ყურადღებას იქცევს საკუთარი სტილითა და დახვეწილი ჩაცმულობით. 33 წლის მსახიობი მუქი ფერის სათვალეებს, ვიწრო კოსტიუმებს და კლასიკურ პერანგებს ამჯობინებს.
რობერტი მოდური კონსერვატორია. ძირითადად ის ორ: ფორმალურ და ქუჩის სტილს იცავს. მაგრამ, მათ წარმოჩენას ვირტუოზულად ახერხებს.
პეტინსონს თამამი ფერების არჩევა არ ხიბლავს, ამიტომაც ფერად სმოკინგებსა და პრინტიან სამოსში იშვითად ნახავთ. ის ტრადიციულ ფერებს ამჯობინებს.
შავი, ლურჯი, ნაცრისფერი, ბორდოსფერი.... ეს ვარსკვლავის ფავორიტი გამაა. პერანგი მისთვის შეუცვლელი სამოსია.
ყოველდღიურ ჩაცმულობაში რობერტი ერთმანეთს უხამებს ფერებს და სტილს მაქსიმალურად ამარტივებს. მისი საყვარელი კომბინაციაა პიჯაკი, მაისური და ჯინსები. რაც შეეხება ფეხსაცმელს: კედები ან ყელიანი ფეხსაცმელი.
ხანდახან ერთდროულად ორ ერთი და იგივე სამოსის ტარებასაც გვირჩევს და გვარწმუნებს, რომ ერთმანეთს უხდება.
პატინსონის გარდერობში ყველანაირი სტილის პალტო მოინახება, სხვადასხვა სილუეტით. სხვა შემთხვევაში ირჩევს ტყავის ქურთუკებს.
აქსესუარები მსახიობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ის ხშირად ატარებს ქუდებს, რაც მოდურ არჩევანთან ერთად, ცუდი ვარცხნილობის ოსტატური შემნიღბველიცაა. მისი სტილის აუცილებელი ატრიბურია სათვალეებიც.
ამ შემთხვევაში ის ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს.