38 წლის ბრაზილიელი მოდელი - ადრიანა ლიმა გასულ წელს Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუს მის დახურვამდე გამოემშვიდობა, თუმცა სამოდელო კარიერაზე უარი არ უთქვამს და ამჯერად Prive Revaux-ის სათვალეების უახლესი კოლექცია მოირგო.

თვალისმომჭრელი ფოტოსესიის გარდა, ყურადღება მისმა ინტერვიუმ მიიპყრო. Daily Front Row-სთან საუბარში მან ცნობილ შოუზე და მის შვილებზეც ისაუბრა.


კითხვაზე, რამდენად რთული იქნებოდა შოუს ყურება მის გარეშე, ადრიანამ მოულოდნელი პასუხი გასცა, "საერთოდ არა! ვფიქრობ, დიდი სიამოვნებით ვნახავდი ჩემს ქალიშვილს შოუზე,"-აღნიშნა მან და აღიარა, რომ ერთ-ერთ მათგანს ამ გზის არჩევა ნამდვილად სურს.


ადრიანას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ გოგონაზეა საუბარი, თუმცა შეგახსენებთ, რომ ის 10 წლის ვალენტინასა და 7 წლის სიენას დედაა.






