პარიზის მოდის კვირეულის გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, ირინა შეიკი ნიუ-იორკში დაბრუნდა და დროს საკუთარ ოჯახს უთმობს. მოდელი ქუჩებში დედასთან - ოლგა შეიხისლამოვასთან ერთად დააფიქსირეს და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გასეირნება მსოფლიო მოდის კრიტიკოსების დადებითი შეფასებით დასრულდა.
საქმე 34 წლის ლამაზმანის ფეხსაცმელს ეხება, რომელმაც Vogue-იც აალაპარაკა. Dr. Martens-ის გასული წლების ჰიტად ქცეული ფეხსაცმელი, რომლის შეძენაც 180 დოლარად არის შესაძლებელი, შეიკმა თეთრ მოსასხამს შეუხამა.
"Boots were the real star of the show,"- სწორედ ასე შეაფასა გამოცემამ მისი არჩევანი.