49 წლის ინგლისელი მოდელი, მსახიობი და ბიზნესმენი - ნაომი კემპბელი ახალი ფოტოსესიით გვამახსოვრებს თავს. "შავი პანტერა" ამჯერად Vivienne Westwood-ის სარეკლამო კამპანიაში საკმაოდ პროვოკაციული სტილით გამოჩნდა.
ცნობილი ლამაზმანი 33 წლიანი კარიერის მანძილზე პირველად გახდა აღნიშნული ბრენდის სახე და მისთვის სრულიად შიშველმაც იპოზიორა.
როგორც კადრებიდან ჩანს, მასთან ერთად ფოტოსესიაში თავად ვივიენ ვესტვუდი, მისი მეუღლე - ანდრეას კრონტალერი და მოდელი - კანდიურა ფისოურუ.