25 იანვრის საღამოს მსოფლიო ვარსკვლავებმა თავი Pre-Grammy-ს გალაწვეულებაზე მოიყარეს თავი და ბუნებრივია, მათ შორის იყო ცნობილი სუპერმოდელი - ნაომი კემპბელიც. 49 წლის ლამაზმანი ადგილზე თეთრ მომხიბლავ კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა.

![]()
თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მისმა ვარცხნილობამ მიიპყრო, როგორც ფოტოებიდან ჩანს, მოდელი გრძელ თმას გამოემშვიდობა და რადიკალურად შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა.

მიუხედავად შეუდარებელი სტილისა, Daily Mail-ის გამომწერები მისი არჩევანით უკმაყოფილონი არიან და მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვარსკვლავმა შესაძლოა პარიკს მიმართა, თუმცა საერთო ჯამში შედეგმა არ გაამართლა.

"ეს არავის უხდება. 60-იან წლებში მსგავსი სტილი მისაღები იყო, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ოდნავ უფრო გრძელი თმა გაცილებით უკეთესი იქნებოდა,"- დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა.






