"როგორია ბრიტანული სტილი?" - მსოფლიოს გარშემო ბევრი გოგონა სვამს ამ კითხვას და სურს გამოიყურებოდეს ისე, როგორც ამას ბრიტანელი ქალბატონები ახერხებენ. ქეით მოსი, სიენა მილერი, ალექსა ჩანგი და სხვები დაუსრულებლად შთაგვაგონებენ ნისლიანი ალბიონიდან. მოდის ჟურნალები ბევრს წერენ ლონდონის ქუჩის მოდაზე, თუმცა ჩვენ გთავაზობთ სტილს უფრო ღრმად ჩავუკვირდეთ და გამოვააშკარაოთ საიდუმლოებები, რომლებზეც ისინი დუმილს ამჯობინებენ.
#1. არ არსებობს ზედმეტად "რთული" ტრენდები
მოდა ექსპერიმენტების გარეშე წარმოუდგენელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალი ტენდეციები ერთი შეხედვით ჩვეული ცხოვრებისთვის შეუფერებელი გეჩვენებათ, მაინც სცადეთ მათი მორგება. მაღაზიაში მაინც. ვინ იცის, იქნებ ზუსტად ასეთი "გიჟური" რამ გჭირდებათ იმიჯის სრულყოფილებისთვის?
#2 ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ შეყვარებულის გარდერობს
ბრიტანელმა ქალებმა შეყვარებულის სამოსის თხოვება იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე დიდი ზომის ჯემპერები და "ბოიფრენდი-შარვლები" მოდის აქტუალურ ტრენდებად დამკვიდრდებოდნენ.
#3 პრინტების შერწყმასთან ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს
ბრიტანელები ხუმრობენ, რომ ერთადერთი ბრიტანელი ქალი, რომელიც იმიჯში სხვადასხვა პრინტების შერწყმას ახდენს, ქეით მიდლტონია.
#4 დაივიწყეთ იდეალური ვარცხნილობა
უსწორმასწოროდ გაშლილი თმა ყოველთვის უფრო უკეთ და საინტერესოდ გამოიყურება.
#5 აფასებთ კლასიკას, მაგრამ არ ატარებთ მას 24/7-ზე
თეთრი მაისური, ტრენჩი, კლასიკური ფეხსაცმელები - მარტივი ნივთები ყველა ბრიტანელის გარდერობში მოიძებნება, მაგრამ ისინი არ ატარებენ მათ კვირაში 7 დღე. საკმარისია გაამდიდრონ ისინი სხვა დეტალებით.
#6 "სწორი დაუდევრობა" არასდროსაა უადგილო
მუდმივი დიეალურობა საჭირო არაა. (იდეალურად გაუთოვება, იდეალური ხაზები....). ბრიტანელების ფილოსოფიაა არ გამოიყურებოდნენ ისე, თითქოს მათ დროს და ფიქრებს მხოლოდ ის აზრი იკავებს თუ როგორ გამოიყურებიან. არ უნდა დაივიწყოთ, რომ გაქვთ ცხოვრება და მოდუნება არ გაწყენთ.
#7 პირველი ისინჯავთ ახალ ტრენდებს
მაშინაც კი თუ ისინი უჩვეულოდ გეჩვენებათ. თავისუფლება ბრიტანელების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.
#8 თქვენ ატარებთ კაბას და არა კაბა თქვენ
კაბა კარგია, მაგრამ ნუ გექნებათ მასთან ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება. შეგიძლიათ ჩაიცვათ ისინი ჯინსებთან და უხეშ ფეხსაცმელთან ერთადაც.
#9 ბოტასები და კედები ყველაფერს უხდება
აბრეშუმის კაბები, კოსტიუმები, მკაცრი თუ თავისუფალი იმიჯი - არ არსებობს სამოსი, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელს ვერ დაუმეგობრდება.
#10 ლეოპარდის პრინტს სერიოზული მიზეზი არ სჭირდება
თუ არ იცით რა ჩაიცვათ, თამამად მიმართეთ ლეოპარდის პრინტს. ამ მარტივ წესს მისდევენ ბრიტანელები. საკმარისია ერთი დეტალიც.