შემოქმედება, რომელიც ტრასნცენდენტალურია ტრენდის მიმართ და მის საზღვრებს სცდება, გახდება მარადიული ქმნილება, რაც აუცილებლად გაუჩენს ავტორს სურვილს შექმნას პროდუქტი, რომელიც დროისა და სივრცის შეგრძნებას სამუდამოდ დაკარგავს.
სიმბოლოების ინტერაქცია მრავალფეროვანია. კომპლექსური ფსიქოლოგიური ემბლემა ზოგჯერ განსხვავებულ რეალობასთან ასოცირდება. სიმბოლიზმი ხომ უმანკოებისგან შორსაა. თუმცა, როგორ შეიძლება კიბოსნაირთა უხერხემლო კლასის ფეხსახსრიანი არსება ხელოვნებასა და მოდას შორის არსებულ რთულად აღსაქმელ ურთიერთობაში საინტერესო საკვლევ საგნად აქციო?
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ესპანელმა სიურეალისტმა სალვადორ დალიმ და ლეგენდარულმა იტალიელმა დიზაინერმა ელზა შიაპალერმა ერთობლივი მუშაობით საზაფხულო აბრეშუმის კაბა შექმნეს. როდესაც “ვოგის” ფოტოსესიაში უოლის სიმპსონმა პირველად ლობსტერის პრინტით გაფორმებული კაბა მოირგო, სამოსმა საზოგადოების კულტურულ ცნობიერებაში საკუთარი ადგილი მყისვე დაიკავა.
თანამედროვე ხელოვნების მოთხოვნადი ფიგურით, ინგლისელი ფოტოგრაფის სესილ ბიტონის ობიექტივში მოქცეული უოლი საზოგადოებას გამბედაობისა და თავდაჯერებულობის სიგნალებს უგზავნიდა, ეს ალბათ ყველაზე შოკისმომგვრელი შეტყობინება იყო, რისი გაგზავნაც მას მეფე ედუარდ VIII-ის თანამდებობიდან წასვლის შემდგომ შეეძლო. მეორე განქორწინებისა და ახალი ნიშნობისთვის მომზადებული უოლ სიმპსონი 1937 წელს გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო.
იმდროინდელი ბრიტანეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესთვის სიყვარული იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ არისტოკრატიის, საზოგადოებრივი აზრისა და ბრიტანული ელიტის წინააღმდეგაც კი წავიდა. წყვილის რომანი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. ერთი შეხედვით სიყვარულის ბანალურმა, თუმცა ამავდროულად ლეგენდარულმა ისტორიამ ედუარდს კანონიერ მმართველობაზე უარი ათქმევინა. ამიტომაცაა, უოლტ სიმპსონის ქმედება ყველაზე შოკისმომგვრელი შეტყობინება, რაც ხალხს მისგან ედუარდის გადადგომის შემდგომ უნდა მიეღო.
კი მაგრამ, რატომ კიბორჩხალა?
სიმბოლოების ინტერაქცია რეტროსპექტრში შესაძლოა უფრო რთულიც ყოფილიყო. არსებულ პერიოდში დალის ხელოვნებაში უხერხემლოთა წარმოჩენა კომპლექსურ ფსიქოლოგიურ ემბლემას უშიშარ სექსუალურ ელფერთან აკავშირებდა. კონოტაციები საბოლოოდ მკაფიო, გულწრფელი და უფრო დეტალური ხდებოდა.
დალის მხურვალე წარმოსახვაში კიბორჩხალა ძალადობრივ ემასკულაციასთან იყო დაკავშირებული. ამბობენ, რომ დალის განზრახვები სამოსის შექმნისას სიმპსონისა და ბიტონისთვის შესამჩნევი იყო, თუმცა, სანტერესოა თვალსაჩინო იყო თუ არა ქალბატონებისთვის ის, რომ სიურეალიზმი უბიწოებისგან შორს იყო?
და მართლაც, რა აძლევს მოტივაციას არტისტს შექმნას “სურათი”, რომელიც დროის შეგრძნებას დაკარგავს? ფრიქცია დალისა და შიაპარელს შორის ავლენს გარდაუვალ კონფლიქტსა და თანხვედრას არტისტისა და დიზაინერის ინსპირაციას შორის.
თუ მქნილება არ არის ერთჯერადი და მასზე გავლენას არ ახდენს არც მოდის, არც დროის ცვლილება, ის მარადიულია. როგორც თავად სალვადორ დალი იტყოდა, სიურეალიზმი ხომ დესტრუქციულია, მაგრამ ის მხოლოდ იმ ბორკილებს ანადგურებს, რომელიც ხედვასა და წარმოსახვას ზღუდავს.