ქენდალ და კაილი ჯენერებს სასამართლოსთან პრობლემა კიდევ ერთხელ შეექმნათ. ამჯერადაც საქმე მათი ტანსაცმლის ერთობლივ ხაზს ეხება, რომელსაც კომპანია Klauber Bros-ი პლაგიატის გამო უჩივის.
ბრენდმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ Kylie + Kendall-ის დიზაინი მთლიანად იმეორებს მათ მიერ გამოშვებული თეთრეულის პრინტსა და დიზაინს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ დამთავრდება აღნიშნული საქმე, თუმცა შეგახსენებთ, რომ დებს 2017 წელს როკბენდმა The Doors-მა უჩივლა და ბენდის ფოტოების საკუთარი მიზნებისთვის ყოველგვარი თანხმობის გარეშე გამოყენებაში დაადანაშაულა. საქმე კი, აღნიშნული დიზაინის მაისურების გაყიდვიდან ამოღებით დასრულდა.