სამეფო ოჯახის წევრი ქალბატონების გავლენა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაზე მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის მაგალითით ყველასთვის აშკარაა, თუმცა როგორც ჩანს ამ მხრივ უკვე იკვეთება უმცროსი ლამაზმანის - 4 წლის შარლოტას როლიც, რომელიც ადრეულ ასაკშივე ისეთი ბრენდის შთაგონების წყარო გახდა, როგორიც Gucci-ა.
ბრენდმა, რომელმაც უახლესი კოლექცია სულ ახლახან წარმოადგინა მილანის მოდის კვირეულზე, მოდური გამოცემები სწორედ იმ გავლენებით აალაპარაკა, რომელიც პატარა პრინცესას იმიჯმა მოახდინა მის დიზაინებზე.
რაც ყველაზე მთავარია, გავლენა იგრძნობა არა მხოლოდ ქალბატონების, არამედ მამაკაცის სამოსის უახლეს მოდელებშიც.