თანამედროვეობის ოთხი გავლენიანი მოდელი - ჯიჯი ჰადიდი, ადრიანა ლიმა, ირინა შეიკი და ჯოან სმოლსი ამჯერად ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. ცნობილმა ლამაზმანებმა Max Mara-ს უახლეს კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. ბრენდის კრეატიული დირექტორის - იან გრიფიტის შთაგონების წყარო ჯეიმს ბონდი გახდა და გადაწყვიტა წარმოეჩინა, თუ როგორი იქნებოდა მისი იმიჯი თანამედროვე ქალბატონის სხეულზე. თვალი გადავავლოთ მკაცრ, დახვეწილ, მამაკაცურ და ამავდროულად, მიმზიდველ ლუქებს: