საფრანგეთის მთავარი ქერათმიანი ლამაზმანი 1960-იან წლებში სტილის საკულტო ფიგურა იყო. მის ვარცხნილობას ფილმიდან: "ბაბეტი მიდის ომში" ყოველი მეორე გოგონა იმეორებდა. მისი კაბების წყალობით კი კუბოკრული პრინტი ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. ახალგაზრდა ბარდოს იმიჯი დღესაც აქტუალურია - ის თანამედროვე სამყაროშიც შთაგვაგონებს. გთავაზობთ მსახიობის ზამთრის გარდერობს.